weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

სიღნაღში  44 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

10:04 ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე 44 წლის ვაჟა სომხიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრების თქმით, მას სასიკვდილო დაზიანებები თავის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

შემთხვევა 25 ივნისს, დილით მოხდა. ოჯახის წევრების თქმით, ვაჟა სომხიშვილი მდინარეზე სათევზაოდ იყო წასული.

„მეუღლესთან ერთად მდინარეზე სათევზაოდ ვიყავით. ის რომ გაცურდა, მე წამოვედი. უკან რომ მივბრუნდი, დავინახე „კამერა“ მიწაზე იყო. მაშველები გამოვიძახეთ. თავში ჰქონდა დარტყმული. იქ ისეთი არფერია, რომ თავისით დაერტყა თავი“, – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვაჟა სომხიშვილი ქალაქ წნორში ცხოვრობდა და თევზის მოპოვებითა და რეალიზაციით იყო დაკავებული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]